მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძე TBC-ის საქმეზე: ეროვნულ ბანკს ხისტი პოზიცია ჰქონდა

5c66a0660214c
ლევან თაღიაშვილი
15.02.19 15:50
1593

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის შეფასებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ხისტი პოზიცია ჰქონდა, როდესაც ბორდის წევრების გადაყენება მოითხოვა. ამის შესახებ მან დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" განაცხადა.

მისი განმარტებით, პროცესი ინფორმაციის და გამჭვირვალობის ნაკლებობას განიცდის.

"ეროვნული ბანკი უკვე გაცილებით, ხისტი პოზიციით გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ეს პოზიცია, რომელიც გუშინ დაფიქსირდა და სხვათაშორის, თავად "თიბისი ბანკმა" გააჟღერა, სებ-ს მიღებული აქვს ჯერ კიდევ გუშინწინ – 13 თებერვლით თარიღდება გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო. საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. ამ პროცესს აკლია ერთი მთავარი რამ, ეს არის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ნაკლებობა, რაც ცხადია, ჩვენი მოსაძიებელი იქნება. ინფორმაცია აკლია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომ უკვე შევდივართ შეთქმულების თეორიაში, თუ რა ხდება რეალურად 10-11 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებთ ისეთი, რაც მათ შორის საერთაშორისო იურიდიული კომპანიების მიერ აღიარებულია, როგორც არა-ინტერესთა კონფლიქტის მქონე ტრანზქაცია", - აცხადებს ისაკაძე.

მისივე თქმით, არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და პროკურატურის საქმეა.

"კითხვები, რომელიც ჩვენც გვაქვს საჯარო კომერციულ სტრუქტურასთან დაკავშირებით, არის ლეგიტიმური", - აღნიშნავს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი. 

შეგახსენეთ, რომ სებ-მა "თიბისი ბანკის" ბორდის წევრების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა.