მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გოცაძე: ჯანდაცის ეროვნული ანგარიშები 2012 წლის შემდეგ, საჯარო სივრცეში აღარ არსებობს

56e1a21563f3c
BM.GE
10.03.16 20:32
2109
ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები 2012 წლიდან, საჯარო სივრციდან გაქრა, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ Curatio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. გიორგი გოცაძე ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მთავრობა ჯანდაცვის ანგარიშების წარმოებას არ ახდენს, აღარ მოიპოვება წინა 10 წლიანი ისტორიაც. მისი თქმით, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების წარმოებას მთავრობის განკარგულება ჯანდაცვის სამინისტროს ავალებს.
 
"ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები არის ის ინსტრუმენტი, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ფონდ "კურაციოს“. ჩვენ ვიყავით ის ორგანიზაცია, რომელმაც მისი ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა 2003-2004 წლებში. ვიყავით ძალიან მოხარული, როდესაც მისი გაცნობის საშულება გვქონდა.

ყველანაირი ნორმატიული ბაზა არსებობს, რომ ეს მთავრობამ ის აწარმოოს. სამწუხაროდ, 2012 წლის ანგარიში იყო ბოლო, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. 2012 წლის შემდეგ, ანგარიში მე პირადად არ მინახავს, იმიტომ რომ ის არ არსებობს საჯარო სივრცეში. უბედურება ის არის, რომ წინა 10 წლიანი ისტორიაც არ არის საჯარო სივრცეში. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების წინა ისტორიაც კი გაქრა და ახალიც არ შექმნილა, ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და ამაში ვერავინ მომედავება“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.