მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: სავალდებულო ტექდათვალიერება არცერთი დღით არ გადაიდება

59ca25ba4627f
თათია ჩაფიჩაძე
26.09.17 14:01
3290
"სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იგეგმება და ის არცერთი დღით არ გადაიდება", - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექდტალარიერების ამოქმედების შესაძლო გადადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროექტის მესამე ეტაპი თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებასთან დაკავშირებით მიძღვნილი კამპანია დაიწყება.

"ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია SGS, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა, მესამეს მივიღებთ თვის ბოლომდე და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია, რომელიც მიეძღვნება ტექდათვალიერების დროულ და ხარისხიან ამოქმედებას.

ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება გაივლის დათვალიერებას, ეს იქნება გაწერილი გეგმა ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ დღეს უკვე არსებობს გარკვეული კატეგორია ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლისთვისაც ტექდათვალიერების გავლა სავალდებულოა. პირველი ნაბიჯი იქნება კონტროლის გამკაცრება და შემდგომ უკვე 1 წლის განმავლობაში იქნება მაქსიმალური რაოდნეობა მანქანების, რომლებიც ამ ტექდათვალიერებას გაივლიან.

სანამ კომპანიის მიერ დასკვნის საბოლოო ეტაპი არ იქნება წარმოდგენილი სამინისტროში, ეს ყველაფერი არის სპეკულირება და რაღაც ეჭვი მაქვს, რომ ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარეობს", - განაცხადა გახარიამ.