მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ფადი ასლის პასუხობს

5971ed77b4b96
თელარა გელანტია
21.07.17 16:01
1910
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უცხოელებისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების აკრძალვაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი „ანალიტიკასთან“ საუბარში საერთაშორისო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, უცხოელებზე არამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ყველა ტიპის მიწის გაყიდვა აიკრძალება და ამის არგუმენტად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ კონსტიტუციის პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით უკვე მიიღო, სიტყვა „სასოფლო-სამეურნეო“ აღარ წერია და ის ყველა ტიპის მიწაზე გავრცელდება.

"ამაზე საუბარი არ არის. არ ყოფილა და არც განიხილებოდა საერთოდ. ყოველთვის ერთადერთი განხილვის საგანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები იყო. სხვა სახის მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა განხილვის საგანი არასდროს ყოფილა", - განუცხადა "ანალიტიკას" გიორგი გახარიამ.