მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება

59ca18bded9bc
თათია ჩაფიჩაძე
26.09.17 13:02
1513
"ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება. ჩვენ ახლა ვაკეთებთ პროექტს შენობის ასაშენებლად და არ მგონია ამ მიმართულებით პრობლემა შეგვექმნას“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. როგორც გახარიამ აღნიშნა, სამინისტრომ პროექტის გაკეთებამდე მუშაობა შესაძლოა სხვა შენობაში განაგრძოს.

"პროექტის აშენებას შეიძლება დასჭირდეს წელიწადი ან წელიწად ნახევარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს წელიწად ნახევარი იქ დავრჩებით, სადმე სხვაგან გადავალთ“, - ამბობს მინისტრი. რაც შეეხება კითხვას სამთავრობო უბანთან დაკავშირებით, გახარია ამბობს, რომ ერთ ლოკაციაზე, შესაძლოა რამდენიმე სამინისტროს განთავსდეს.

"სამთავრობო უბანი შეიძლება გაკეთდეს, ან რაღაც მსგავსი. გარკვეულ ლოკაციაზე შესაძლებელია რამოდენიმე, ერთი ან ორი სმაინისტროს გადასვლა“, - ამბობს მინისტრი.