მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: დანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ შსს-ს მოვალეობა არ არის

5c94c5c5c93a8
ლევან თაღიაშვილი
22.03.19 15:36
1294
შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ შსს-ს მოვალეობა არ არის.

ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სრული საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ მშვიდად იზრუნონ და იშრომონ ოჯახის საკითილდღეოდ.

„დანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ შსს-ს მოვალეობა არ არის, მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა, ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვგულისხმობ შსს-ს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ. შსს და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ქვეყანაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი წყნარად, მშვიდად იზრუნოს, იშრომოს თავისი ოჯახის, შვილების საკითილდღეოდ", - განცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოპოზიციამ მთავრობა კრიმინოგენული ვითარებისა და სტატისტიკის გაუარესებისთვის გააკრიტიკა და პრემიერმინისტრი პარლამენტში დაიბარა.