მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: ტაქსების კუთხით სავალალო მდგომარეობაა

56658e03238b1
BM.GE
07.12.15 17:29
1647
საქართველოს ტურიზმის განვითარების 10 წლიანი გეგმა აქვს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხემძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გეგმის შედგენაში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორიც.
 
"ტურიზმი ისეთი სფეროა, რომელსაც მარტო ტურიზმის ადმინისტრაცია არ ემსახურება. ირიბად თუ პირდაპირ, აქ ჩართულია სხვადასხვა უწყებები, იგივე ინფრასტრუქტურის, განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროები. ისინი ისედაც ემსახურებიან ამ პროცესს.

ჩვენ გაწერილი გვაქვს სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს და როგორ შეუწყოს ხელი იმას, რომ ბიზნესმა თვითონ განავითაროს თავისი საქმიანობა. ბიზნესის კუთხითაც ბევრი საკითხია გამოსასწორებელი. იგივე ტრანსპორტის კუთხით ვიცით, რომ სავალალო მდგომარეობაა, თუნდაც ტაქსები ავიღოთ", - განაცხადა ჩოგოვაძემ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში".