მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: ჩვენი მიზანია, 2017 წელს საქართველოს 7 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვიოს

592a73e10a057
BM.GE
28.05.17 12:00
1890
"2016 წელი პიკური იყო და საქართველოში უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა“, - განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მისი თქმით, მათმა რაოდენობამ თორმეტი თვის განმავლობაში 6 მილიონ ადამიანს პირველად გადააჭარბა. ასევე გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ რეკორდული იყო 2016 წელი შემოსავლების კუთხითაც - 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა იმ შემოსავლებმა, რაც ქვეყანაში უცხოელი ტურისტების თვალსაზრისით შემოვიდა.

„წლევანდელი წელიწადი და გასული ოთხი თვე უკეთეს სურათს გვაძლევს და უკვე დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ეს რეკორდების გაუმჯობესების წელი იქნება და ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება. შარშან თუ 6 მემილიონე ტურისტს დავხვდით, ჩვენი მიზანია, წელს ეს რიცხვი ერთი მილიონით გავზარდოთ.

2015 წლიდან 2016 წლამდე ზრდა აბსოლუტურ ციფრებში 450 ათასი ახალი საერთაშორისო ვიზიტორი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 450 ათასიდან 96% ის ტურისტი იყო, რომელიც 24 საათი და მეტი გაჩერდა საქართველოში. ზრდა ტურისტებით იყო გენერირებული, იმ ადამიანებით, ვისაც მეტი შემოსავალი შემოაქვთ და უფრო დიდხანს ჩერდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა იყო, ტრადიციულ ბაზრებზე ჩვენი ქვეყანა ძალიან ტრენდული და მოდური გაგვეხადა, რაც ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა, ასევე ახალი ბაზრები აღმოგვეჩინა. ახალ ბაზრებში სპარსეთის ყურის ბევრი ქვეყანა შეიძლება გავითვალისწინოთ, ასევე ინდოეთი და ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ნაკლებად იცნობდნენ“, - ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.