მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძე: არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა

59947d5ce83dd
BM.GE
16.08.17 21:11
1260
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ის თანამდებობას არ ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული არ იყო ტურიზმის ადმინისტრაციისთვის. ჩვენ ტურიზმის გასავითარებლად მუშაობას ვაგრძელებთ, მათ შორის პირადად მე და მთელი გუნდი, რომელიც ბოლო წლებში დაწყებულ ამ დიდ საქმეს გააგრძელებს, რომელიც წელს დასრულდება 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურით და მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის ტურიზმის სფეროში. GEM Fest-თან დაკავშირებით არ მგონია, რომ სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც Gem Fest-ის პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და ისინი, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად მოგახსენებენ აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებულ ყველანაირ სიტუაციაზე. რაც მთავარია, ამ გავრცელებულ ინფორმაციას ამასთან არაფერი აქვს საერთო.

არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა, პირიქით, აღვნიშნავ, რომ გიორგი გახარია მაღალი დონის პროფესიონალია და დღეს მე სწორედ მის გუნდს წარმოვადგენ და მომავალშიც ჩვენ ერთობლივად გუნდთან ერთად საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებთ",- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.