23.თებერვალი.2016 14:50
ბიზნესი, საზოგადოება

გიორგი ბაიდარაშვილი: ისტორიული ძეგლების რესტავრაციასა და მართვაში კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს

გიორგი ბაიდარაშვილი: ისტორიული ძეგლების რესტავრაციასა და მართვაში კერძო სექტორი უნდა ჩაერთოს
"ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაზე რეგულირება უნდა გამკაცრდეს", - აღნიშნული ინიციატივით, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილი გამოდის. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობა დღევალდელ რეალობას არ შეესაბამება და ის შესაცვლელია. ბაიდარაშვილი ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციაში კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას ხედავს.
 
"დღეს თბილისში არსებულ ისტორიულ ძეგლებს დამფინანსებელი და მეპატრონე სჭირდება. პროცესში ქონების შესყიდვით დაინტერესებული კომპანიების ჩართვა უნდა მოხდეს. 

როდესაც კომპანიას სურს, რომ საოფისე ფართი შეიძინოს თბილისის ძველ უბანში, ეს არ ნიშნავს, რომ მან არსებული შენობა უნდა დაანგრიოს და მის ადგილას ახალი ააშენოს. გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო, იმისთვის რომ კერძო ინვესტორმა არსებულ ისტორიულ შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტაროს. მსგავს შენობაში ყოფნა მათთვისაც უფრო ღირებულია", - განაცხადა ბაიდარაშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. ბაიდარაშვილის ინფორმაციით, რეგულირება უნდა შეეხოს ძეგლების არსებულ მფლობელებსაც.

როგორც თბილისის განვითარების ფონდში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტეს, ამ ეტაპზე თბილისში 1700-მდე ისტორიულ-კულტურული ძეგლი ფიქსირდება, გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კი მათი 80 პროცენტი რესტავრაციას საჭიროებს.

"თითო ძეგლის რესტავრაციას 500 000 ლარი მაინც სჭირდება, მათი სრული რეაბილიტაციისთვის ქალაქის ერთი წლის ბიუჯეტიც არ იქნება საკმარისი. ბიუჯეტიდან შეიძლება წელიწადში 50 მილიონი იყოს გამოყოფილი ძეგლების რეაბილიტაციაზე, ამ პრინციპით კი ყველა ძეგლის რეაბილიტაციას 15-20 წელი დასჭირდება.

ძეგლების მოვლა-პატრონობაში, რაღაც ფორმით თუ კერძო სექტორი და მათი საინვესტიციო შესაძლებლობები არ ჩავრთეთ ქალაქს თავზე დაენგრევა 1700 ძეგლი", - განაცხადა ბაიდარაშვილმა.



16.თებერვალი.2019 11:20
1714

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2186

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
112

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
962

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
838

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად