11.თებერვალი.2019 21:00
ეკონომიკა

გიორგი ალადაშვილი: „რუისპირის მარნის 2019 წლის მოსავალი უკვე გაყიდულია“

გიორგი ალადაშვილი:  „რუისპირის მარნის 2019 წლის მოსავალი უკვე გაყიდულია“
„რუისპირის მარნის 2019 წლის მოსავალი უკვე გაყიდულია“, - ამის შესახებ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა და დასძინა, რომ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია.

მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით ევროპის ბაზარზე ცნობადობაც გაზრდილია.

როგორც რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი ამბობს, რუსიპირის მარნის ღვინის ფასი შვეიცარიის ბაზარზე დაახლოებით, 70-80 ფრანკს უტოლდება.

„შევძელით ის, რომ 2019 წელს რუისპირის მარნის მოსავალი დაბინავებულია და წინასწარ გაყიდულია. საუბარია, დაახლოებით, 3500 ბოთლზე, რომლებიც ქვევრებიდან ნელ-ნელა უკვე ამოდის, მზადდება და ჩამოისხმება. ფიზიკურად ვერ ავუდივართ მოთხოვნას, იმიტომ რომ ჩვენ ვენახში ძალიან ცოტა ყურძენს ვკრეფთ, 1 ძირ ვაზზე იკრიფება დაახლოებით, 600-800 გრამი ყურძენი, რათა მაღალი ხარისხი იყოს. ფასიც ძალიან მაღალია, მომხმარებლებმა უკვე იციან, რას ყიდულობენ. გადავიდნენ ქვევრის ღვინოზე, ადრე თუ თეთრს და წითელს სვამდნენ სუფრაზე, ახლა უპირატესობას ქვევრის ღვინოს ანიჭებენ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, როცა ღვინო გაგაქვს ექსპორტზე უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ არ შეარცხვინო ქვეყანა“, - ამბობს რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი.
ავტორი: მარიამ ადამია



19.თებერვალი.2019 14:40
16

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
150

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
119

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
176

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
183

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
243

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად