11.თებერვალი.2016 20:50
საფინანსო სექტორი

გიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი იქნება

გიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი იქნება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატ კობა გვენეტაძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
 
"კობა გვენეტაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. წლების განმავლობაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება.

ის არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რა მოთხოვნებიც სწორედ ექსპერტთა ჩართულობით გამჭვირვალე პროცესის შედეგად დადგენდა. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. ჩემი აზრით, ბატონი კობა იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება და მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ახალი წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დროულად შეუდგეს და ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატი სწორედ დღეს დაასახელა.

საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.



18.თებერვალი.2019 20:11
1270

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:41
713

მამუკა ხაზარაძე: მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებას "ურტყამს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:21
555

ბადრი ჯაფარიძე: რატომ დაიწყო პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა, არ ვიცით

ვრცლად
18.თებერვალი.2019 17:14
1068

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკის საქმეზე პრესკონფერენციას მართავენ

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:53
56

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება - ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:11
303

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად