მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგლა აგულაშვილი: გვჭირდება ავტოპარკის შეცვლა

565ff03d5d150
BM.GE
03.12.15 11:29
1285
გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის სინჯების სისტემატური კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომანქანებია.
 
"ეს დამოკიდებულია ძირითადად ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემაა გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივ გაჯანსაღებას. თბილისში კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა, მაგრამ ვითარება რომ გაუმჯობესდეს, გვჭირდება ავტოპარკის შეცვლა. საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი "ევრო 5"-ის სტანდარტს შეესაბამება", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მონიტორინგს განაგრძობს.