მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა კაცია: "წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორების მხრიდან გვაქვს

5be2f26cbf41d
BM.GE
07.11.18 18:09
1104
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გრიგოლ კაციას განცხადებით, წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებით ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან არსებობს და უწყება აქტიურად მუშაობს, იმისათვის რომ სწორი პროექტები დაიდოს.

მინისტრის მოადგილემ წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისას დაშვებულ ხარვეზებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე გადაცემა ,,საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

,,ყველა მსხვილი პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება. თანხების მიღება-არმიღებაზე შეფერხებები არ არსებობს, ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორების მხრიდან გვაქვს. პრობლემები, რასაც ვეჯახებით არის კონტრაქტორი კომპანიების არაპროფესიონალური მენეჯმენტი და არასწორად დაგეგმილი პროექტები. ბოლო ექვსი თვეა, ინტენსიურად ვცდილობთ, რომ ყველაზე დიდი შრომა ჩაიდოს არა უშუალოდ პროექტების შესრულებისას, არამედ ყველაზე მთავარი-სწორი პროექტები დაიდოს. როდესაც პროექტი ხარვეზებით არის შედგენილი, შემდეგ უკვე ეს იქნება დამკვეთი თუ კონტრაქტორი, საკმაოდ რთული პროცესები მიდის, რაშიც დიდი დრო და ენერგია იკარგება’’-აღნიშნა კაციამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობისთვის სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა სტანდარტის სრულად დაცვა.
,,როდესაც წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ვსაუბრობთ, სრულად უნდა იყოს დაცული ციკლი - რეზერვუარიდან დაწყებული სისტემის მოწყობითა და მომხმარებლის ონკანამდე მიყვანით დასრულებული, რათა მოსახლეობა სტაბილური, ხარისხიანი სასმელი წყლით ვუზრუნველყოთ. საგზაო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში შესაძლოა რაღაც ნაწილი გაკეთდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს, მაგრამ წყალმომარაგების შემთხვევაში ასე არ ხდება. შესაბამისად, ტექნოლოგიურად ეს პროცესი ბევრად რთულია’’-აღნიშნა გიგა კაციამ.