22.დეკემბერი.2015 13:42
ეკონომიკა

გიგა ბედინეიშვილი მთის კანონზე: კარგი იქნებოდა პრემიერი, რომ დაგვემაგრებინა დედოფლისწყაროში?

გიგა ბედინეიშვილი მთის კანონზე: კარგი იქნებოდა პრემიერი, რომ  დაგვემაგრებინა დედოფლისწყაროში?
კანონს, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, არასწორ პოლიტიკას უწოდებს გიგა ბედინეიშვილი. ბედინეიშვილი, აღნიშნავს, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულით მოსახლეობის ნაწილის მთაში დამაგრება არასწორი პოლიტიკაა.
 
„მთას თუ განვითარება უწერია, ის ისედაც განვითარდება. საქართველოში მთას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ხალხის ძალით დამაგრება მთაზე არ არის სწორი პოლიტიკა. თოკებით მართლა არავის არ დაამაგრებენ მაგრამ ჯობია, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული არ იყოს მიმართული ფუჭი პროგრამებისკენ.

კარგი იქნებოდა პრემიერი, რომ დედოფლისწყაროში დაგვემაგრებინა, საიდანაც ის არის წარმოშობით? - რა თქმა უნდა არ იქნებოდა სწორი.

ადამიანებს მობილობის საშუალება უნდა მივცეთ. მობილობა ეკონომიკაში დოვლათს ქმნის. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოძრაობა იმის მიხედვით, თუ სად კეთდება ფული“, - განაცხადა ბედინეიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან რეგიონებში შეღავათების ნაწილი 1 იანვრიდან შედის ძალაში.



17.ივლისი.2018 20:35
26

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იზრდება, თუმცა 2014 წლის მაჩვენებელს ვერ აჭარბებს

ვრცლად
17.ივლისი.2018 19:40
30

მობილური ტელეფონების იმპორტი 2017 წელს 30%-ით გაიზარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:20
99

"ბიუროკრატია ადამიანების სამსახურიდან გაშვების გარეშე ვერ შემცირდება"

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:20
14

კომიტეტმა „სივრცითი მოწყობისა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:08
427

სუს-ი: ქუმსიშვილსა და ალავიძეზე სუს-ში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:00
158

კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საქმეზე მოკვლევა დაასრულა

ვრცლად