მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIG: მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, დავით ბეჟუაშვილს განცხადება არ გაუკეთებია

5c421f02da56b
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.19 22:32
2638
მედიაში დღეს გავრეცელბულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს "GIG" ჯგუფის დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა 16 იანვრის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი განმარტებას აკეთებს. "ჯი-აი-ჯის" განცხადებით, დავით ბეჟუაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და სტატია, რომელიც თითქოს დავით ბეჟუაშვილის ინტერვიუს შეიცავს სიყალბეს წარმოადგენს. 

"მეგობრებო, დღეს გაურკვეველი მედია საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა კომპანია "ჯი- აი- ჯის" დამფუძნებლის დავით ბეჟუაშვილის მხრიდან 16 იანვრის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამგვარი ინტერვიუ, განმარტება ან განცხადება არ გაკეთებულა და მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია,"- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს. ჯგუფი ფლობს და ამუშავებს თბოელექტროსადგურებსა და ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა მთლიანი დადგმული სიმძლავრე 662 მგვტ–ს შეადგენს, ამავდროულად, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ფლობს კომპანია "საქნახშირს", რომელიც საქართველოში ერთადერთი ნახშირის მფლობელი და მწარმოებელი კომპანიაა. 

თბილისის გაზმომმარაგებელ კომპანია"ყაზტრანსგაზს" მესაკუთრე 2018 წელს შეეცვალა, კომპანია ქართული ბიზნესჯგუფის - შპს "სი ბი ესმა" ოფშორში რეგისტრირებული კომპანია WALTBAY LTD -ის მეშვეობით შეიძინა.