მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გია ხუხაშვილი: ბიზნესს აქვს განცდა, რომ ხელისუფლება მისი დირექტორია

567abec544e25
BM.GE
23.12.15 19:31
1455
"ბიზნესს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება", - აღნიშნულის შესახებ გია ხუხაშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა. ექსპერტი თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბიზნესისთვის პოლიტიკური რისკები არ გაზრდილა, თუმცა ბიზნესისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა კვლავ ვერ მოხდა.
 
"ბიზნესს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. საქართველოში პოლიტიკური რისკები პირდაპირ კავშირშია ბიზნეს აქტივობასთან. ბიზნესისა და ხელისუფლების გამიჯვნა ვერა და ვერ მოხდა. ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში ვართ - ბიზნესს აქვს განცდა, რომ ხელისფლება არის მისი დირექტორი. პოლიტიკური რისკები ბიზნესისთვის არ გაზრდილა, შეიძლება ითქვას შემცირდა კიდეც", - განაცხადა ხუხაშვილმა.