17.თებერვალი.2016 18:10
ბიზნესი

გია გაჩეჩილაძე "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს

გია გაჩეჩილაძე "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს
გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, ის 19 თებერვალს ჩანიშნულ კრედიტორთა კრების გადადებას ითხოვს.
 
"მაესტროს ყოფილი დირექტორი, ეთერ გადაბაძე და კრედიტორი, კოტე გოგელია აგრძელებენ მედია შანტაჟს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, თითქოს მათ სურთ მაესტროს რეაბილიტაცია და ძმები გაჩეჩილაძეები ამ პროცესს აფერხებენ.

ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს: გადაბაძის დირექტორობის პირობებში, კოტე გოგელიას მართულ მაესტროს დაუგროვდა ვალები. გადაბაძემ ვერ მოახერხა საქმიანობის ისე წარმართვა, რომ მაესტრო ყოველთვიურად დამოკიდებული არ ყოფილიყო გოგელიას „გულმოწყალებაზე“. გადაბაძემ 100% დამფუძნებელთა ნების საწინააღმდეგოდ 2015 წლის 18 სექტემბერს მიმართა სასამართლოს გაკოტრების (რეაბილიტაციის გამომრიცხველი) მოთხოვნით, რაც უკანონოდ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ. გადაბაძემ დამფუძნებელთა დაუკითხავად, 2014 წლის 24 ოქტომბერს, გააჩუქა მაესტროს ყველაზე ფასეული აქტივი - მისი სახელი, რომელიც მაესტროზე (და არა მის რომელიმე დამფუძნებელზე) იყო რეგისტრირებული საქპატენტში 2011 წლიდან. გადაბაძე ახლა კოტე გოგელიას დღის წესრიგს აღასრულებს, რომ როგორმე გააკოტროს მაესტრო, რის შედეგადაც გოგელია ხელში ჩაიგდებს მაესტროს მთელ აქტივებს, ხოლო მაესტროს, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის, 2002 წლიდან არსებული ისტორია წარსულს ჩაბარდება.

ჩვენი მოქმედები და არა ჩვენი სიტყვები მეტყველებს მაესტროს გადარჩენის სურვილზე, პირველად 2015 წლის 3 სექტემბერს წერილობით შევთავაზე გოგელიას მაესტროს მართვაში გადმოცემა და კომპანიის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტია. 2015 წლის 20 ოქტომბერს დავიწყე სასამართლო დავა მაესტროსთვის სახელის დაბრუნების მოთხოვნით, წელს კი შევიძინე მაესტროს საკონტროლო პაკეტი ერთადერთი მიზნით, შემეცვალა არაეფექტური მენეჯმენტი და დამენიშნა დირექტორი, რომლის პირველი ნაბიჯი იქნებოდა მაესტროს მიზანმიმართული გაკოტრების პროცესის შეჩერება.

გაურკვეველი მიზეზების გამო, ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად არ დარეგისტრირდა. დღეს კი ვითხოვ 19 თებერვლის მაესტროს კრედიტორთა კრების გადადებას ლევან გაჩეჩილაძეს დირექტორად დარეგისტრირებამდე, რადგან კრებაზე მაესტროს ინტერესები უნდა დაიცვას მისმა დირექტორმა და არა კრედიტორის დავალებების შემსრულებელმა პირმა, რომელსაც თავი კვლავ მაესტროს „დირექტორად“ მიაჩნია.

მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ კოტე გოგელიას და ეთერ გადაბაძის მედია შანტაჟს. ვაგრძელებთ ბრძოლას მაესტროს გადასარჩენად”, - წერს გია გაჩეჩილაძე.



16.თებერვალი.2019 11:20
1714

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2185

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
112

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
962

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
838

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად