მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს $800 მლნ-ის ინვესტიცია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში

BM.GE
27.07.20 11:18
1008
2019 წელს ENKA-მ მიიღო თითქმის 2 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი - აქედან 60% მოდის ინჟინერიასა და მშენებლობაზე; 18% უძრავ ქონებაზე - კომპანია ფლობს და ოპერირებს 1.35 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის უძრავ ქონებას; 16% ელექტროენერგიის გენერაციაზე და 6% ვაჭრობაზე. დღეს არსებულ პორტფოლიოში, ENKA-ს 23 მიმდინარე პროექტი აქვს. მათგან თვალში მომხვდა ელექტროსადგურების მშენებლობა - 2 ერაყში და 2-იც რუსეთში. ასევე - ის ფაქტიც, რომ დღეს ENKA აქტიურად თანამშრომლობს ამერიკასთან და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა კუთხეში მათ საელჩოებს აშენებს - ასეთი 8 სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე 8 პროექტი აქვს. ამერიკის საელჩოების მშენებლობა ENKA-ს ერთგვარი ბრენდული ნიშანიც არის. 2017 წლის პირველი 9 თვის შემოსავლების 36% ანუ დაახლოებით 887 მილიონი ამერიკული დოლარი კომპანიამ სწორედ სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის საელჩოების მშენებლობიდან მიიღო.

ENKA-სთვის უცხო არც საქართველოში მუშაობის სპეციფიკაა. მათ შორისაა: 2002 წელს - სამუშაოები ფოთის პორტისთვის 2014-2019 წლებში - BP-ის გენერალური კონტრაქტორი სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში. 2018 წელს - თანამშრომლობა გარდაბნის თბოსადგურების მშენებლობის მიმართულებით...

სხვადასხვა წლებში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ENKA-ს მიერ აშენებულ ენერგოსადგურებს და მათ საკონტრაქტო ღირებულებებს თუ გადავხედავთ და ცხადია, თუ გამოვრიცხავთ მათ, რომელთა ღირებულებაც დღემდე კონფიდენციალურია (ასეთების რიცხვი კი მაღალი არ არის) - გამოვა, რომ ნამახვანის პროექტი 63 წლის გამოცდილების მქონე კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია - რაც მაფიქრებინებს, რომ კომპანია საკუთარი ჯიბიდან ინვესტირებულ ყოველ დოლარს (ჰესების ეს კასკადი საბანკო კრედიტის გარეშე შენდება) დიდი რისკის ქვეშ დააყენებს, თუ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით არ მოეკიდება. აქამდე ამ კომპანიისგან ამაზე მეტი ინვესტიცია მხოლოდ 1 პროექტს - თურქეთში 2000-2006 წლებში თბოსადგურის მშენებლობასა და განვითარებას - დასჭირდა. დღეს თურქეთში ENKA სამ თბოსადგურს ფლობს 4000 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრითრომელთა გამომუშავებაც თურქეთის მოხმარების 11%-ს აკმაყოფილებს. აქედანაც კარგად ჩანს, რომ აქ რეპუტაციის გაფუჭებით კომპანია იმაზე ბევრად მეტს აგებს, ვიდრე თუნდაც 800 მილიონი ამერიკული დოლარია.