მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გერმანიის ეკონომიკა იზრდება და მცირდება ჩინეთთან ერთად" - Commerzbank-ის ეკონომისტი

5c3df83165750
ანუკა ჯოხაძე
15.01.19 21:01
2279
გასულ წლებში გერმანიის ეკონომიკური ზრდა შენელდა; შედეგად კი, შემცირდა სამომხმარებლო ხარჯები და ასევე შესუსტდა გარკვეული ბაზრებიც.

მიუხედავად ამისა, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა მაინც გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით გერმანიის ეკონომიკა 1,5%-ით გაიზარდა. 2017 წელს კი, ეს მაჩვენებელი 2,2% იყო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, გერმანიის ეკონომიკის შენელებამ შესაძლოა, ევროპის სხვა ქვეყნებზე მნიშნელოვანი გავლენა იქონიოს, რადგან ქვეყანა ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელია.

გერმანული კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებულები არიან, ისეთ ქვეყნებთან მუშაობენ, რომელთაც მზარდი ბაზრები აქვთ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის შემცირება გერმანიაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რადგან ჩინეთი გერმანიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

“გერმანიის ეკონომიკა იზრდება და მცირდება ჩინეთთან ერთად”, - ამბობს Commerzbank-ის ეკონომისტი იორგ კრამერი.

გერმანია მსოფლიოში მესამე ექსპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ ანალიტიკოსების აზრით, არც ის არის გასაკვირი, რომ გერმანიის კეთლდღეობა მნიშნელოვნად არის დამოკიდებული სხვა მსხვილ მსოფლიო ეკონომიკებზე.

გასულ კვირას მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეანელეს, თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად შენელების რისკი არსებობს.