მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სკოლის მასწავლებლების დეფიციტია

5ba8f40b3b53f
მარიამ ადამია
24.09.18 18:24
797
გერმანიის შრომით ბაზარზე სკოლის მასწავლებების რაოდენობა უპრეცედენტო მასშტაბით შემცირედა, რადგან დღეს მათი უმრავლესობა პენსიაზე გადის, ხოლო უნივერსიტეტში დასაქმებულებს არ სურთ სკოლაში მუშაობა. დეფიციტი ასევე გამოწვეულია მიგრაციით. შედეგად, მასწავლებელთა კატასტროფულად მცირე რაოდენობამ, შესაძლოა, განათლებაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ნაკლებობა ძირითადად, დაწყებით და საშუალო კლასებში იგრძნობა და 40 ათასს თავისუფალ ვაკანსიას უტოლდება. როგორც გერმანიაში მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია მაურერი აცხადებს, ეს მაჩვენებელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულია.

„ზოგიერთ საგანში სკოლის მოსწავლეებს შეფასება საერთოდ არ ეწერებათ, რადგან პედაგოგების ნაკლებობის გამო, გაკვეთილი სკოლაში არ ტარდება. დაკარგული დღეებისა და ცოდნის აღდგენა კი, კვლავაც შეუძებელი ხდება, რადგან ვითარება კიდევ უფრო უარესდება და შესაბამისი საგნის სპეციალისტი სკოლებში არ მოიძებნება. ამიტომაც მშობლებს უწევთ ბავშვების რეპეტიტორებთა მომზადება.“ – აღნიშნავს გერმანიაში მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პრობლემა მომავალში კიდევ უფრო დრამატულ სახეს მიიღებს, რადგან, 2025 წლისთვის მოსწავლეთა რაოდენობა მილიონით მოიმატებს. გარდა ამისა, პრობლემაა საბავშვო ბაღებშიც აღმზრდელების რაოდენობაც და 2025 წლისთვის 300 ათასზე მეტი აღმზრდელი გახდება საჭირო.