მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ კანონი დაამტკიცა

5b50a1175a6f0
BM.GE
19.07.18 18:32
3585
გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონი საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების (ალჟირი, მაროკო და ტუნისი) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციის მიზანია ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადების შემცირება, ვინაიდან ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებლები ძალიან დაბალია. ამავე ცნობის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 % კმაყოფილდება.

„დაკმაყოფილებული განაცხადების დაბალი მაჩვენებელი და გერმანიის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შევიწროვებას ადგილი არ აქვს და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო აქტი იქნება მკაფიო სიგნალი ამ ქვეყნებიდან შემოსული და ასევე წამოსვლის მსურველთათვის, რომელთაც საერთაშორისო დაცვის მიღების პერსპექტივა არ აქვთ, რომ მათ დიდი ალბათობით უკან გამგზავრება მოუწევთ წარმოშობის ქვეყანაში. ახალი რეგულაციის თანახმად, საგრძნობლად დაჩქარდება თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადები, რაც გერმანიის ფედერალური მთავრობის გათვლით, არსებითად შეამცირებს განმცხადებელთა რაოდენობას ამ ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი საჭიროებს ბუნდესთაგის და ბუნდესრატის (ფედერალური მიწების საბჭოს) თანხმობას“, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.