მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Geocell-ს ახალი ლოგო აქვს - Silknet-მა სახეცვლილი ბრენდი წარადგინა

5ba478c37b12d
BM.GE
21.09.18 08:50
13039
სილქნეტისა და ჯეოსელის გაერთიანება სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს საზოგადოებას. სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს.

ჯეოსელის სახელი უცვლელი რჩება, იცვლება მისი ლოგო და იქნება სილქნეტის, როგორც მთავარი ბრენდის მობილური მომსახურების მიმართულება.
„ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ ჯეოსელის ბრენდის მიმართ არსებული საყოველთაო ემოციური ბმის საფუძველზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებას რებრენდინგის კუთხით ჩატარებული კვლევების შედეგებიც ამყარებს”, - განმარტავენ კომპანიაში.

სულ მალე შეიცვლება თბილისისა და რეგიონების ყველა მაღაზიისა და მომსახურების ოფისის გარეთა ფასადი და ინტერიერი.
შეგახსენებთ, რომ სილქნეტმა ჯეოსელი თელიასონერასგან 153 მლნ დოლარად შეიძინა.