მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენგეგმა დეველოპერებს მშენებლობისთვის ძველ საწარმოო ტერიტორიებს სთავაზობს

5976d85be605f
BM.GE
25.07.17 09:43
1087
თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა დეველოპერებს საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის პოლიცენტრულ არეალებს და ძველ საწარმოო ტერიტორიებს სთავაზობს.

როგორც „საქმის კურსს“ გეგმის ავტორი კომპანიის „სიტი ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, საწარმოო ტერიტორიები, ანუ ბრაუნფილდები თბილისში საერთო ჯამში დაახლოებით 800 ჰექტარს მოიცავს, პოლიცენტრული არეალები, ანუ მრავალფუნქციური ცენტრები კი ძირითადად გლდანის, მუხიანის, თემქის, სამგორისა და დიდუბის რაიონებში შეიძლება გაშენდეს.

რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიებს, მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ დეველოპერებისთვის რკინიგზის გადატანის შემდეგ გამოთავისუფლებული 70 ჰექტარზე მეტი სივრცეც საინტერესო იქნება.

„ასევე გარკვეულწილად საცხოვრებელი შენობები შეიძლება, განვითარდეს პოლიცენტრულ არეალებში და ჩვენ ასეთი 5 არეალი მოვნიშნეთ. აქ შერეული ფუნქციით უნდა განვოთარდეს ტერიტორიები - რეკრეაციული, საწარმოო და ა.შ. ეს გადათამაშება იმიტომ მოვახდინეთ, ქალაქის ცენტრი ამგვარი მშენებლობებისგან გამოვათავისუფლოთ“, - განმარტა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ დოკუმენტი სავარაუდოდ, სექტემბერში საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.