გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2, 5 მლნ ლარი დაიხარჯება - ამის შესახება "ბიზნესკონტაქტს" ინფრასტრუქტურის სამინიტროში განუცხადეს. კერძოდ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ცენტრის, კაფეტერიის, საპირფარეშოს, სუვენირების მაღაზიისა და ავტოსადგომის მოწყობა. ამასთან, როგორც სამინიტროში აცხადებენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ 600-მეტრიან გზას.
"ჩატარდება მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გელათის მონასტრის გუმბათისა და კედლების რესტავრაცია-კონსერვაცია", - აცხადებენ სამინისტროში.
სამინიტროს ინფორმაციითვე, პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.