მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GE დომეინის შენახვისთვის მომხმარებლებს დამატებით ერთი წლის საფასურის გადახდა მოუწევთ

5ab4a9420b202
მეგი კავთუაშვილი
23.03.18 11:13
1037
მათ, ვისაც საიტის სახელი GE დომეინით აქვთ დაჯავშნილი, განახლებული ოპერატორის არჩევა მოუწევთ, შესაბამისად თანხაც კიდევ ერთელ უნდა გადაიხადონ. „კავკასუს ონლაინმა“ მომხმარებლებს სიახლის შესახებ ელექტრონული ფოსტით აცნობა. კომპანიის ინფორმაციით, 15 აპრილიდან „კავკასუს ონლაინი“ რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას შეწყვეტს. მის ნაცვლად რეგისტრატორის ფუნქციას აკრედიტირებული რეგისტრატორები შეასრულებენ. ცხელი ხაზის ოპერატორის ცნობით, ჯავშნის უკვე გადახდილი ღირებულება არ დაიკარგება, თუმცა, მომხმარებელს წინსწრებით კიდევ ერთი წლის ღირებულების გადახდა მოუწევს.

ჯერ-ჯერობით „კავკასუს ონლაინში“ არ აკონკრეტებენ, რომელ კომპანიებს შორის მოუწევს მომხმარებელს არჩევანის გაკეთება.