06.დეკემბერი.2018 11:44
ეკონომიკა, ბიზნესი

გაზსაცავის მშენებლობისთვის ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გაზსაცავის მშენებლობისთვის ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი დასრულდა.

ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ გოჩიტაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ტენდერის პირველ ეტაპზე ოთხი კომპანია გამოვლინდა, რომლებიც მეორე ეტაპის საკონკურსო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

„ტენდერის პირველ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიები მომდევნო სამი თვის განმავლობაში წინადადებებს წარმოადგენენ, შემდეგ კი მათი განხილვა დაიწყება. საერთო ჯამში, ამ პროცესს დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა“, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.

ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულებს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამ ეტაპზე არ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი დასრულება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.
გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 150 მილიონი ევროს მოცულობის, მეორეს მხრივ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებს.
ავტორი: დათო ჯალაღონია



16.დეკემბერი.2018 18:30
96

,,ჩირი ქენდიმ“ ხელნაკეთი შოკოლადების ბონბონერი გამოუშვა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 18:00
358

„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მენეჯმენტს კომპანია მომგებიანი ეგონა, მაგრამ სინამდვილეში წაგებაზე მუშაობდა”

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 16:55
94

2014-2018 წლებში საქართველოში 8.4 მლნ დოლარის სანადირო თოფის იმპორტი განხორციელდა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 13:40
217

3.6 მლნ ლარად „მთავრობა კურორტ გოდერძიზე სასტუმროს, კოტეჯებსა და მიწის ნაკვეთს ყიდის

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 12:15
182

,,ლაურუსმა“ დაფასოებული დაფნის წარმოება დაიწყო - კომპანია რუსეთში ექსპორტისთვის ემზადება

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 11:02
392

vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 3 საფინანსო ინსტიტუტის მონაცემები დაემატა

ვრცლად