10.თებერვალი.2019 15:20
საზოგადოება

გაზის მცირე კომპანიების ტარიფებს სემეკი აგვისტოდან დაითვლის

გაზის მცირე კომპანიების ტარიფებს სემეკი აგვისტოდან დაითვლის
მიმდინარე წლის ბოლომდე სემეკი გაზის ყველა გამანაწილებელი კომპანიის ტარიფს გადაითვლის. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ BM.GE-ს განუცხადა, ახალი ტარიფი წელს გაზის 18-მდე მცირე კომპანიას დაუდგინდება.

„ჩვენ ველოდებით ამ სატარიფო განაცხადების შემოსვლას აგვისტოში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ამ პატარა კომპანიებისთვის ტარიფების გადათვლა. შესაბამისად, გაზის მთელი ეს სისტემა მოქცეული იქნება ერთ სატარიფო რეგულირებაში. 1 იანვრიდან მთლიანად გაზის სექტორში, როგორც მსხვილ, ისე წვრილ კომპანიებს, ახალი ტარიფები ექნებათ“, - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება კომისიის გეგმებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ, ელექტროენერგეტიკის მსგავსად, გაზის სექტორშიც სამწლიანი პერიოდით დადგინდეს ტარიფები, გოჩა შონია ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა კომისიაში ისევ მიმდინარეობს.

„ეს არის ჩვენი შიდა ტექნიკა - როგორ ჯობია, კიდევ ერთწლიანი რეგულირება გავაკეთოთ და უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს ამ კომპანიებთან დაკავშირებით, თუ გადავიდეთ თავიდანვე წახალისებით რეგულირებაზე. ალბათ, გაზაფხულის ბოლოსთვის ჩამოვყალიბდებით, რომელი მიდგომა ავირჩიოთ“, - აღნიშნა გოჩა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებს გაზის ტარიფები მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილი აქვთ.
ავტორი: დავით ჯალაღონია



19.თებერვალი.2019 14:20
136

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:21
207

"2019 წელს მეთხილეებისთვის კომპლესური პროგრამები დაიწყება"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:20
862

ხაზარაძე: „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:04
62

„ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:45
293

საქართველოს 237.5 ათასი მოქალაქე უმუშევარია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:30
308

„ხალხის ჯიბიდან ფული ამოიღეს და ფულს ფული როგორ მოაგებინონ , არ იციან“

ვრცლად