15.თებერვალი.2016 19:11
ეკონომიკა

გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ქსელში დანაკარგების შეუმცირებლობის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრებათ

გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ქსელში დანაკარგების შეუმცირებლობის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრებათ
გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ქსელში დანაკარგების შეუმცირებლობის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრებათ, - რეგულაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომელიც შარშან ამოქმედდა, თუმცა გაზის სექტორში მოქმედ კომპანიებს მიმდინარე წლიდან შეეხება.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგლე ივანე პირველმა განუცხადა, დანაკარგი, რომელიც სემეკის მიერ დადგენილ საშუალო წლიურ მოცულობას გადააჭარბებს, კომპანიების ტარიფში გათვალისწინებული არ იქნება, რაც განაწილების ქსელში მოქმედი ლიცენზიანტებისთვის ფინანსურ სანქციას წარმოადგენს.

"ამ ახალი მეთოდოლოგიით კომისია კომპანიებს სანქციებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ ისინი დანაკარგების შესამცირებლად მათთვის განსაზღვრულ გრაფიკს არ გაყვებიან. ეს გრაფიკი ხუთწლიანი იქნება და ფაქტობრივად, 5 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია, ბაზარზე განაწილების ის კომპანიები განვსაზღვროთ, რომლებიც შედარებით კარგად ოპერირებენ. შესაბამისად, მათი დანაკარგი უნდა იყოს არაუმეტეს 2%-ისა. ასევე შესაძლებელია 3-4%, მაგრამ ტარიფში მხოლოდ 2% იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ივანე პირველმა.

რაც შეეხება დანაკარგების მოცულობას, სემეკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ტრანსპორტირების სექტორთან შედარებით, განაწილების სისტემაში უფრო მაღალია.

"განაწილების ქსელში საშუალო შეწონილი დანაკარგი არის 9-10%. 2014 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 1 მილიარდი კუბური მეტრი შევიდა განაწილების სისტემაში და აქედან 10% დაიკარგა, ანუ 100 მლნ კუბური მეტრი. ამ 100 მილიონიდან მცირე ნაწილის გაჟონვა ხდება, დანარჩენი მოდის შემდეგ შემთხვევებზე - პირველი, როცა აღრიცხვის კვანძები სწორად არ მუშაობენ, ან შეიძლება დატაცებას ჰქონდეს ადგილი, ანუ ბუნებრივ გაზს ვიღაც აღრიცხვის გარეშე მოიხმარდეს, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ზოგიერთი კომპანიისთვის. რაც შეეხება გაზის ტრანსპორტირების სისტემას, აქ ტექნიკური დანაკარგი დაახლოებით 16 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა", - გაანაცხადა ივანე პირველმა.

სემეკი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელში დანაკარგების შესახებ 2015 წლის მაჩვენებლებზე მუშაობას დაახლოებით, ერთ თვეში დაასრულებს.
ავტორი: დავით ჯალაღონია



14.ივლისი.2018 23:33
204

არჩილ თალაკვაძე სოციალური საცხოვრისის შექმნის ინიციატივით გამოდის

ვრცლად
14.ივლისი.2018 20:53
78

"დიასპორული ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური პროგრამა უნდა შეიქმნას"

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:53
672

პრემიერი: მხარს დავუჭერთ ქართულ კომპანიებს, რომ არ დაიჩაგრონ

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:19
152

მთავრობა კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადასახედად მუშაობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:11
71

მთავრობა წიაღისეულის რესურსის ათვისების სტატეგიაზე მუშაობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:03
95

მცხეთაში განაშენიანებაზე მოქმედი მორატორიუმის პირობების შეცვლა იგეგმება

ვრცლად