04.აპრილი.2016 18:01
ბიზნესი, ექსკლუზივი

გახარიას უწყებამ ლუდზე აქციზის 10 თეთრით შემცირების გზა იპოვა

გახარიას უწყებამ ლუდზე აქციზის 10 თეთრით შემცირების გზა იპოვა
საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატმა ლუდზე აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები დაითვალა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა განუცხადა, აპარატმა ლუდის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე მოამზადა მოდელირება იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ლუდზე აქციზის განაკვეთის 10 თეთრით, 50 თეთრამდე შემცირების შემთხვევაში.

გიორგი გახარიას მოადგილის თქმით, ლუდის მწარმოებლების და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივაა, ევროპის მსგავსად, საქართველოშიც აქციზის განაკვეთი ლუდის გრადუსიანობაზე იყოს მიბმული.

"ევროპაში ერთგრადუსიანი ლუდის აქციზი არის რაღაც X თანხა. ძირითადად, ლუდები არის 5-გრადუსიანი, ამიტომ თუ ერთ გრადუსზე აქციზის განაკვეთი იქნება 10 თეთრი, ხუთგრადუსიანი ლუდის შემთხვევაში, ერთი ლიტრზე აქციზი გამოვა 50 თეთრი ანუ არსებული 60 თეთრის ნაცვლად 10 თეთრით შემცირებულ განაკვეთს მივიღებთ. ბიზნესომბუდსმენის აპარატმა მწარმოებლებისგან გამოითხოვა ინფორმაცია 2015 წელს წარმოებული და იმპორტირებული ლუდის მოცულობის შესახებ; ასევე იმის შესახებ, თუ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან 2015 წელს, როცა განაკვეთი იყო 60 თეთრი. ჩვენ გავაკეთეთ მოდელირება და ვნახეთ, რომ თუ 2016 წელს ისევ იმ მოცულობის ლუდის წარმოება-რეალიზაცია მოხდება, რამდენიც 2015 წელს იყო და აქციზის განაკვეთი შემცირდება 50 თეთრამდე, ბიუჯეტს შემოსავლების სახით დააკლდება უხეშად 12 მლნ ლარი - დღგ და აქციზი ერთად“, - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს" ძნელაშვილმა.

მისივე თქმით, აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ბიუჯეტმა რომ შემოსავლები არ დაკარგოს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაკეთებული მოდელირების მიხედვით, წელს წარმოება დაახლოებით, 15%-ით მაინც უნდა გაიზარდოს.

"ლუდის მწარმოებლები გვეუბნებიან, რომ წარმოების ზრდა და რეალიზაცია პრობლემა არ იქნება და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას ადგილი არ ექნება. ესაა მოცემულობა. დასკვნა მზად გვაქვს და მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება არის დარჩენილი", - აღნიშნა ზურაბ ძნელაშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების პოზიცია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, რის შემდეგაც საკითხი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გავა.

შეგახსენებთ, ლუდზე აქციზის 2015 წლის 1 მარტიდან გაიზარდა, რასაც ლუდის მწარმოებლები უარყოფითად აფასებენ.
ავტორი: თელარა გელანტია



20.ნოემბერი.2018 17:43
89

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
998

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1177

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
103

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
221

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
452

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად