მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: "მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არც მიმიწერია და არც გამიგზავნია. წერტილი"

5c950aae1fa09
თელარა გელანტია
22.03.19 20:16
1045
შს მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ მან TBC ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ გაუგზავნია.

ამის შესახებ მინისტრმა tv “პირველის“ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.

„მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არც მიმიწერია და არც გამიგზავნია. წერტილი“, - თქვა მინისტრმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - ანუ ხაზარაძემ იცრუა? გახარიამ შემდეგი პასუხი გასცა:

"ეს მას ჰკითხეთ. მე ასე მარტივად არ ვაცხადებ ბრალდებებს, თან ეთერში. იმიტომ რომ აბსოლუტურადერთმნიშვნელოვნად მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია", - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მან გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომელიც მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროა. წერილის შინაარსს დაეთანხმა ხაზარაძეც.

ამ დრომდე უცნობია წერილი ავთენტურობა.  მამუკა ხაზარაძემ ის ექსპერტიზისთვის ლონდონში გააგზავნა.