მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია ამბობს, რომ TBC ბანკზე კიბერთავდასხმის დეტალებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს

5c94c115b7de8
თელარა გელანტია
22.03.19 15:03
797
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ TBC ბანკზე კიბერშეტევის ფაქტთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
 
როგორც ცნობილია,  "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევის მცდელობას ადგილი 2018 წლის 16 ივლისს ჰქონდა, რის შესახებაც ბანკმა შსს-ს 17 ივლისს აცნობა. 

„TBC ბანკზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შეძლებოდა;

ამ საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის საშუალება.

კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, რომელიც უკვე აღმოჩენლი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან და გარდა ამისა, უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდრებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: TBC ბანკზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით, ბანკის მენეჯმენტის მხრიდან შს სამინისტროს გაგზავნილ ოფიციალური წერილების შინაარსს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: http://www.bm.ge/ka/article/tbc-ze-kibersheteva-2018-wlis-16-ivliss-ganxorcielda---tbc-is-werilebi-gasajarovda/31094