20.იანვარი.2016 13:00
ეკონომიკა

გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა დსთ-ს გაუსწრო

გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა დსთ-ს გაუსწრო
გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა დსთ-ს წილს გაუსწრო. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 32 პროცენტია, დსთ-ს ქვეყნებზე კი 28 პროცენტი მოდის.
 
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 646 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წელს 30 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (43 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წელს 11 პროცენტი).



26.მაისი.2018 21:15
161

ენერგოეფექტურობის პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

ვრცლად
26.მაისი.2018 20:10
107

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

ვრცლად
26.მაისი.2018 19:00
287

როგორ მიეწოდება ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს „ენგურჰესის“ გარეშე?

ვრცლად
26.მაისი.2018 17:40
288

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანის სცენარები

ვრცლად
26.მაისი.2018 17:20
201

„უსახელაურის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და ჩინეთში გავიდა

ვრცლად
26.მაისი.2018 17:00
181

გაზსაცავის მშენებლობას KFW 150 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

ვრცლად