04.მაისი.2016 16:06
საფინანსო სექტორი

გასულ წელს, საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 16 მილიარდ ლარს გადააჭარბა

გასულ წელს, საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 16 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2015 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 16 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წლიურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. დაკრედიტების კუთხით 2015 წელი საბანკო სისტემისთვის შენელებული აქტივობით გამოირჩეოდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეულმა მოლოდინებმა.
 
სეგმენტების ჭრილში, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2015 წელს საკრედიტო პორტფელის კომპოზიცია მატერიალურად არ შეცვლილა. ზრდის კუთხით, 2015 წელს ყველაზე დიდი მოცულობით გაიზარდა მცირე და საშუალო სესხების სეგმენტი, რომელსაც მოჰყვება კორპორატიული და საცალო სესხების სეგმენტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო სესხების სეგმენტის ზრდის 1/4-ი მოდის საცალო სესხების სეგმენტის რეკლასიფიკაციაზე.

2015 წლის მანძილზე 2014 წელთან შედარებით გაიზარდა ლარის სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები ყველა სეგმენტზე. რაც შეეხება დოლარის სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს მცირე, საშუალო და საცალო სეგმენტებში შეინიშნება განაკვეთების უმნიშვნელო შემცირება, ხოლო კორპორატიულ სეგმენტში განაკვეთები პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად ვალის ტვირთის და შესაბამისად საკრედიტო რისკების ზრდის მიუხედავად საპროცენტო განაკვეთების ზრდას უცხოურ ვალუტაში ხელი შეუშალა საბანკო სისტემაში უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობის დაგროვებამ.



19.სექტემბერი.2018 17:14
1931

სებ: ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:18
342

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 13:43
1715

მურთაზ კიკორია სებ-ს ტოვებს

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 15:19
73

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 15:16
47

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 14:01
1110

ბანკთაშორისი გადარიცხვების მიღების დრო ხანგძლივდება

ვრცლად