30.აპრილი.2016 18:58
საფინანსო სექტორი

გასულ თვეს ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვა შემცირდა

გასულ თვეს ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვა შემცირდა
მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვის კლება შეინიშნებოდა, რაც როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვის შემცირებით იყო განპირობებული. ბაზრის მთლიანმა ბრუნვამ 5.23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 0.2 მლრდ ლარით, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 0.95 მლრდ ლარით მეტია. წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის ბრუნვა 99.2 მლნ ლარით (6.4 პროცენტი), ხოლო უცხოური ვალუტის ბრუნვის მოცულობა კი 106.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტი) შემცირდა. ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითმა წილმა 27.8 პროცენტი შეადგინა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
 
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ლარის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.63 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.97 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი განაკვეთი 0.57 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1.11 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მარტში ლარის რესურსის ბრუნვის მოცულობა 1.3 მლრდ ლარით (47.3 პროცენტი) შემცირდა, უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი 2.25 მლრდ ლარით (148.1 პროცენტი) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი ბაზრის რესურსის 39.1 პროცენტი ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 55.9 პროცენტი კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა.



16.იანვარი.2019 20:00
127

კობა გვენეტაძე Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა

ვრცლად
16.იანვარი.2019 19:15
222

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, „სესხების განულების“ პროექტი წარმატებით დასრულდა

ვრცლად
14.იანვარი.2019 17:23
244

'კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა თვალსაჩინო შედეგები მოგვცა'

ვრცლად
13.იანვარი.2019 11:55
951

საგანელიძე TBC-ის საქმეზე: ეს თემა ანაკლიის პორტის სახელმწიფოებრივ პროექტს ვერ დაანგრევს

ვრცლად
12.იანვარი.2019 16:00
661

ივანკა ტრამპი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება

ვრცლად
12.იანვარი.2019 13:15
279

ალექსანდრე ძნელაძე Silk Road Bank-ს იანვრის ბოლოს დატოვებს

ვრცლად