მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს აფართოებს

5ba398e7b24ff
BM.GE
21.09.18 15:20
678
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს აფართოებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ჯანმრთელობის თვინინგის საერთაშორისო ექსპერტთან ჯორჯიო არდუინთან, მედიის წარმომადგენლებთან და გარემოს ეროვნული სააგნეტოს სპეციალისტებთან ერთად დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზე (შ. რუსთაველის, თამარ მეფის ალ.ყაზბეგის, გამზირებზე და გლდანის I მიკრო რაიონი) ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური მოწყობილობის (ასპირატორი) საშუალებით მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდება. აღებული სინჯები შედგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება, როგორც მედიის წარმომადგენლებს ასევე საზოგადოებას.

წლების წინ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის გაფრქვევის უმთავრეს წყაროს ტყვიაშემცველი ბენზინი წარმოადგენდა. თუმცა, ტყვიაშემცველი ბენზინის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი წლის წინ გადაიჭრა.

საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება 2005 წლიდან ოფიციალურად აიკრძალა, ხოლო 2015 წელს მისი შემცველობის ზღვარი ბენზინში კიდევ უფრო გამკაცრდა და მოქმედ ევროპულ ნორმას (5 მკგ/ლ) გაუტოლდა.

2016 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის სისტემა, რომლის ფარგლებში ჩატარებული ყველა შემოწმების შედეგი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი არ გამოიყენება. ამავეს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ბენზინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევები. რაც მთავარია, იმას რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი არ გამოიყენება, დასტურდება ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის რეგულარული მონიტორინგის შედეგებით. მონიტორინგის შედეგების თანახმად ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირეა. იგივე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით.

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს, ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ყოველ კვირეულად შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება განხორციელდება. კვლევის შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება“, - განმარტავენ უწყებაში.