მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურებას გამოიკვლევს

5b07c0f551da9
თამუნა დემეტრაშვილი
25.05.18 12:00
660
პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტი თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოკვლევას იწყებს,- ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, უკვე შექმნილია საპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც პარლამენტარები და ექსპერტები გაერთიანდნენ.

"ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ზოგადად ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ხანდახან ურთიერთგამომრიცხავიც, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა მდგომარებაა ამ მხრივ და ამ ჯგუფის მუშაობის პროცესში მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას, გვეყოლებიან მოწვეული ექსპერტები“,-აღნიშნა კუჭავამ.

მისი თქმით, სამუშაოს დასრულების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, როგორც შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე ინსტრუქციების მხრივ, რომლებიც იმ უწყებებს გაეგზავნება, ვისაც უშუალოდ ევალება პრობლემების აღმოფხვრა.