მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრომ სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა

59b6611718278
BM.GE
11.09.17 14:07
1303
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტროს 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვა სურს.

ტენდერი 11 სექტემბერს 13:00 საათზე გამოცხადდა და მისი დასრულების თარიღი 21 სექტემბერია.

დოკუმენტაციის მიხედვით, მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში 20 000-ია; მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 000 ერთეულს შეადგენს. ამასთან, ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს.

შესყიდვის ღირებულება 78 ათასი ლარია.

ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).

შეგახსენებთ, რომ სკოლებში ვაშლების დარიგების იდეა განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. როგორც მან რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს თითო ვაშლს დაურიგებენ. 

"აღნიშნული პროექტის მიზანია, რომ შემდეგ თავად მშობლებმაც გამოატანონ სახლიდან ბავშვებს ვაშლი, რაც, თავის მხრივ, ისევ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის კეთდება. რეალურად, ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ განვახორციელოთ ეს სურვილი. ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება",- განაცხადა მინისტრმა.