მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

5b4f47d522b47
BM.GE
18.07.18 17:58
513
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. განათლების მინისტრის მოადგილეებიდან თანამდებობა შეინარჩუნეს ლია გიგაურმა, ალექსანდრე თევზაძემ და თემურ მურღულიამ. ასევე, ზოგადი განათლების მიმართულების ხელმძღვანელად და მინისტრის მოადგილედ ირინა აბულაძე დაინიშნა, რომელიც მასწავლებლის სახლის, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი იყო. ლია გიგაური პროფესიული განათლების მიმართულებას ჩაიბარებს, ხოლო ყოფილმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

კულტურის მიმართულებით მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი იქნება, ხოლო სპორტის მიმართულებას შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.