მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების ბაზარზე ახალი აკადემია იღებს სტარტს – რას შეისწავლით "ფორტუნა აკადემიაში"

58ff2a112b684
BM.GE
25.04.17 14:50
2304
განათლების ბაზარზე ახალი აკადემია იღებს სტარტს. „ფორტუნა აკადემია“ რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ დააფუძნა. აკადემიაში ტრენინგები და მასტერკლასები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება. ბიზნესის ფსიქოლოგია, პიროვნული ზრდა, პიარი, მარკეტინგი, ღონისძიების ორგანიზება, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტრენინგების, რომლებსაც ცნობილი ტრენერები წარუძღვებიან.

მსმენელებს საშუალება ექნებათ ტრენერებისგან შეიტყონ, როგორ შექმნან წარმატებული კომპანია, როგორ დაწერონ ბიზნეს გეგმა, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ლიდერს, რა არის გასათვალისწინებელი „ივენთის“ ორგანიზებისთვის და სხვ.

როგორც „ფორტუნა აკადემიის“ დამფუძნებელმა, თამარ ჩიგოგიძემ განაცხადა, აკადემიის მიზანია მისცეს საშუალება ადამიანებს დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და სწორი მიმართულებით წარმართონ საქმიანობა.

„ფორტუნა აკადემიის“ სლოგანია - გზა წარმატებული მომავლისკენ. ჩვენი მიზანია აკადემიაში ჩატარებული ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით ჩვენს კურსდამთავრებულებს დავეხმაროთ დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები, მიიღონ სათანადო ცოდნა და გაიკვალონ გზა წარმატებისკენ. ჩვენ გვეყოლება მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომლებიც სწორი მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან მათ“, - განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.
გარდა ამისა, ტრენინგ ცენტრი რადიო ჰოლდინგის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს უფასოდ გაიარონ სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო კურსი და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

„ფორტუნა აკადემიაში“ ტრენინგები 29 აპრილიდან დაიწყება.