მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლება, ზედიზედ მეხუთე წელია, საქართველოს ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორს წარმოადგენს

5c8f67507f890
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.19 14:00
3268
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1202 ლარი იყო, ეს განათლების სექტორში გაცემულ ხელფასზე - 665 ლარზე თითქმის ორჯერ მეტი იყო. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, განათლების სექტორი 2013 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროა. 2013 წლამდე ამ ადგილს თევზჭერა იკავებდა. 

2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროს ტიტული სამშენებლო სექტორთან დაკარგა. 

2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასების სტატისტიკა ასეთია:
  1. მშენებლობა - 1941.1 ლარი;
  2. საფინანსო საქმიანობა - 1902.0 ლარი;
  3. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 1689.0 ლარი;
  4. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1563.3 ლარი;
  5. სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1477.4 ლარი;
  6. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1468.5 ლარი;
  7. თევზჭერა, მეთევზეობა - 1403.4 ლარი;
  8. სახელმწიფო მმართველობა - 1219.3 ლარი;
  9. ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი  - 1189.8 ლარი;
  10. დამამუშავებელი მრეწველობა - 1066.2 ლარი;
  11. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 1055.6 ლარი;
  12. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 1047.5 ლარი;
  13. სასტუმროები და რესტორნები - 914.8 ლარი;
  14. სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა 760.5 ლარი;
  15. განათლება 665.6.