მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხული მოსახლეობის 94%-ს საჯარო სკოლაში რაიმე საკითხი არასდროს გაუპროტესტებია

5b0ad51ccf7d5
მეგი კავთუაშვილი
27.05.18 20:45
759
მოსახლეობის საჯარო სკოლების ხელმისაწვრომობით და მომსახურებით კმაყოფილების საკითხი კომპანია act-მ შეისწავლა. ათიდან თითქმის ცხრა რესპონდენტი კმაყოფილია მათი მუშაობით (88%), უკმაყოფილებას კი გამოკითხულთა მხლოდ 2% გამოთქვამს. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ვისაც შეხება აქვს საჯარო სკოლასთან, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს უკმაყოფილების შემთხვევაში.


„რესპონდენტთა 42%-მა იცის, 58%-მა კი ‒ არა, თუ ვის უნდა მიმართოს სკოლაში რაიმე საკითხის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. რესპონდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას (94%) არასდროს გაუსაჩივრებია რაიმე საკითხი, ხოლო მათი უმრავლესობა, ვისაც სკოლაში რაიმე საკითხის გასაჩივრების პრაქტიკა აქვს (6%), უფრო კმაყოფილნი არიან გასაჩივრებაზე რეაგირებით (64%), ვიდრე უკმაყოფილონი (19%).“