მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცდების და ტესტირების პროცესს ვიდეოსათვალთვალო კამერები გააკონტროლებს

5b27ca75365e8
მეგი კავთუაშვილი
18.06.18 20:00
722
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედის, რომლის ფარგლებშიც გამოცდების/ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალი დაკანონდება. კანონპოექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინიტროა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო ან კერძო დაწესებულებებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. დაგეგმილი ცვლილებების შედეგად კი ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის, არამედ საგამოცდო/ტესტირების მიზნებისათვის.

ვიდეო თვალთვალი შეეხება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებს, მასწავლებლის საგნის გამოცდებს, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებას, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას, პროფესიულ ტესტირებას და სხვა სახის გამოცდებს/ტესტირებებს. ასევე, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის მოწმობის მისანიჭებელი გამოცდის ჩატარებას, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას და სხვა.

„ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება აუცილებელია: გამოცდაზე მონაწილე პირთა (მაგალითად, აბიტურიენტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, მასწავლებელი და სხვა მონაწილე) უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის/საგამოცდო პროცესის შუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფისთვის. მაგალითად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ამ ფაქტის არსებობა/არარსებობის საკითხზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საგამოცდო სექტორის (ოთახის) ვიდეოჩანაწერის ნახვით, საიდანაც დადგინდება მოხდა თუ არა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების - მაგალითად ცენტრის თანამშრომლების (მეთვალყურე/კურატორის) მიერ ან მაგალითად, სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს საგამოცდო/ტესტირების მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების შესაძლებლობა“ - ნათქვამია კანონპროექტში.