მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამაფრთხილებელი ნიშნები: რას უყურებს ენჯელ ინვესტორი - ბრიჯიტ ბომანის რჩევები სტარტ-აპებს

5c0c316f92cc8
ელენე კვანჭილაშვილი
09.12.18 11:00
1232
აქ მოყვანილი რჩევები ეკუთვნის ევროპის ტოპ-ათეულში შემავალი სტარტ-აპების ენჯელ ინვესტორს, ბრიჯიტ ბომანს - ევროპელი ბიზნეს-ენჯელების ქსელის ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც პირადად, ინვესტიცია 100-ზე მეტ კომპანიაში აქვს დაბანდებული და რომელიც დღეს ონლაინ-ენჯელ საინვესტიციო პლატფორმას, კომპანია Go Beyond -ს ხელმძღვანელობს.

სიჯიუტე კარგია, სიბრმავე - არა: "ზოგჯერ ვხვდები ანტრეპრენერებს, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან, მაგრამ რაღაც მომენტში ეს მონდომება ობსესიაში გადასდით. მეც ანტრეპრენერი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ამჩნევდე სიგნალებს, რაც გარემოდან მოდის.“

უნიკალური იდეა კარგია, სტაბილური ბიზნეს-პოტენციალის იდეა - კიდევ უკეთესი: "კარგი იდეა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს, მაგრამ დიდი განსხვავებაა თუნდაც იგივე ბაზრის მიერ მოწონებულ განსაკუთრებულ იდეასა და ისეთ იდეას შორის, რომელიც შეიძლება სტაბილურ ბიზნესად ჩამოყალიბდეს. მეორე იდეა გაცილებით უფრო ღირებულია“

დაფინანსებისთვის ბრძოლა კარგია, დამფინანსებლის მიმართ სწორი მოლოდინების ჩამოყალიბება - აუცილებელი: "სტარტ-აპის დაფინანსება ძალიან რთულია. შესაბამისად, რთულია ისიც, როდესაც სტარტაპის მსურველს არ ესმის, რას ნიშნავს ჩემნაირი ინვესტორის ჩართულობა - აუცილებლად მოვითხოვ პასუხებს კითხვებზე: რას უპირებენ ჩემს ფულს, რა ეტაპების გავლა აქვთ დაგეგმილი და ა.შ.- ამდენად, პროცესმა შეიძლება იმაზე ფორმალური სახე მიიღოს, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.“