მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაიზრდება იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე შეეძლებათ"

5c4820f3c7861
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.19 12:06
635
გაიზრდება იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე შეეძლებათ.

ამის შესახებ თბილისის ნერმა დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

მან შესაბამისი დავალება მის მოადგილეს მაია ბითაძესა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მისცა, რათა ქუჩების შერჩევის პარალელურად მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

"გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვა ადგილებზე, მოსაცდელების გარდა. ეს გაკეთდა მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. ძალიან მიხარია, რომ გაამართლა ამ პროექტმა. მინდა, ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყოთ მუშაობა, რომ დამატებით განისაზღვროს ქუჩები, სადაც ე.წ. მარშუტკებს ექნებათ შესაძლებლობა მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ. ამავდროულად, მამუკა მუმლაძეს მინდა დავავალო, რომ სანამ ეს პროცესი იქნება, მან ინფრასტრუქტურულად დაიწყოს მომზადება, დამატებითი გაჩერებების მოწყობა, რომ უფრო მარტივად იყოს შესაძლებელი მიკროავტობუსებისთვის მგზავრების აყვანა და ჩამოსმა", - აცხადებს კალაძე.