მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეორგანიზაციას იწყებს

5b51eb82bcfc2
BM.GE
20.07.18 18:02
1234
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეორგანიზაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც გულისხმობს პროექტებთან ერთად, წყალმომარაგების დარგის კომპლექსურად განვითარებას.

„ახალი გამოწვევების წარმატებით დაძლევის მიზნით, კომპანია სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებას იწყებს. ცვლილებების მიზანია მმართველობის ეფექტური სისტემის შექმნა, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვა, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია კომპანიის ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე გამოცხადდება ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად. პროცესი ხელს შეუწყობს გამჭირვალობის პრინციპით, ახალგაზრდა და პროფესიონალი კადრების შერჩევას, რომლებიც ფლობენ წყალმომარაგების სფეროში ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს“-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.