მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა პური? - მწარმოებლების პასუხი

5b76a40b7c0a2
თამუნა ქემერტელიძე
17.08.18 14:28
2323
აისახება თუ არა გაზრდილი გაზის საფასური პურის ფასზე? - ამ კითხვით bm.ge-მა პურის მწარმოებელ კომპანიებს მიმართა.

კომპანია "იფქლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ მარიამ გოგიშვილის განცხადებით, ბუნებრივ აირზე ფასის მატება, რა თქმა უნდა, მწარმოებელებს რთულ სიტუაციაში აყენებს, თუმცა “იფქლს” იმის რესურსი, რომ ფასები შეინარჩუნოს, ამ ეტაპზე ნამდვილად გააჩნია.

„ამისთვის მეტ-ნაკლებად მზად ვიყავით, თუმცა უფრო რთულ სიტუაციაში ის ფაქტი გვაყენებს, რომ ფქვილის ფასები ბოლო ორ კვირაში საგრძნობლად გაიზარდა, ასევე გაზრდილია შესაფუთ ქაღალდზე ფასები”, - აცხადებს მარიამ გოგინაშვილი, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე პურზე ფასის ცვლილებას არ განიხილავს.

ბუნებრივ აირზე საფასურის გაზრდა მოულოდნელი აღამოჩნდა კომპანია “ბროტმაისტერისთვის”.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ასლან ჩხაიძის განცხადებით, ეს უსიამოვნო ინფორმაციაა მწარმოებლებისთვის, თუმცა კომპანია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ არსებული ფასები შეინარჩუნოს და საფასო პოლიტიკა არ შეცვალოს.

„თუმცა პურის კომპანიებისთვის არასახარბიელო მდგომარეობას ის ფაქტიც ქმნის, რომ ფქვილზე ბოლო ორ კვირაში ფასები მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებს ჩხაიძეც.

შეგახსენებთ: თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაიზარდა და ის ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება.