22.დეკემბერი.2015 19:11
ბიზნესი

გადამზიდავი კომპანია, TNT ეკონომიკის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

გადამზიდავი კომპანია, TNT ეკონომიკის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს
კომპანია TNT ეკონომიკის სამინისტროს კვლევაში მონაწილეობის მიღებაში უარის თქმას უარყოფს. გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი, ნინო მენთეშაშვილი სამინისტროს პოზიციას "ბიზნესკონტაქტის" ეთერში პასუხობს და განმარტავს, რომ კვლევის მიმდინარეობისას კომპანიამ "ქეი ფი ემ ჯი“-ს ყველა საჭირო სტატისტიკური მონაცემი წარუდგინა, რაც კვლევისთვის იყო საჭირო.
 
"სამინისტრომ ან არაკვალიფიციურ კადრს დაავალა პასუხის გაცემა, ან ბატონი ჯემალი უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ გადამზიდავ კომპანიებს ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიგვიღია. კონკრეტულად TNT-მ და DHL-მა მიიღო მონაწილეობა. შედგა რამდენიმე შეხვედრა, მივაწოდეთ ყველა სტატისტიკური მონაცემი რაც გვაქვს და რაც საჭირო იყო, გარდა იმისა რომელსაც ფიზიკურად არ ვაწარმოებთ, მაგალითად 100 გრამამდე წერილები", - აღნიშნავს ნინო მენთეშაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გადამზიდავი კომპანია ეკონომიკის სამინისტროს კვლევის გასაჯაროვებას სთხოვს.

თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანია TNT-მ კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მისი შედეგების გასაჯაროვება კი მას შემდეგ მოხდება, რაც კვლევიდან საიდუმლოების შემცველი მონაცემების ამოღება მოხდება.

მენთეშაშვილმა სამინისტროს საპასუხოდ, კომპანიაში არსებული "ცუდი მოლოდინის" არსებობაც განმარტა. მისი თქმით, გადამზიდავი კომპანიები უკვე ორი წელია მონოპოლისტის მოლოდინში არიან.

"ფაქტიურად კატასტროფაა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო ვერ ხვდება რას ნიშნავს ინსტიტუციური ცვლილების მოლოდინში მყოფი ბიზნესი. ზუსტად ორი წლის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ დაანონსა საფოსტო რეფორმა, რომელიც არ იყო მიმართული ბაზრის გაუმჯობესებაზე. ცუდის მოლოდინი ნიშნავს არასტაბილურ გარემოს, ჩვენ ვერ ვახორციელებთ გრძელვადიან პროექტებს, რადგან მთავრობამ ორი წლის წინ დააანონსა საფოსტო ბაზარზე მონოპოლია.

ეკონომიკის სამინისტრო ვერ უარყოფს, რომ მან საქართველოს ფოსტა, როგორც მონოპოლისტი წარმოადგინა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ჩვენ კვლავ ვიბრძვით რომ მონოპოლია არ დამკვიდრდეს ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვართ მონოპოლიის მოლოდინში", - განაცხადა მენთეშაშვილმა.



15.დეკემბერი.2018 17:30
153

,,მეგრული თხილი“: ,,საქართველოში მაღალხარისხიანი თხილის დეფიციტია“

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 16:56
410

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 15:02
153

„2021 წლისთვის „M კვადრატის“ პორტფელში 1000 სასტუმრო ნომერი იქნება“

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 13:09
60

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მონიტორინგის მიზნით კომპანია RMG-ში იმყოფებოდა

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 12:56
105

“გეფერინი” ტანსაცმლის ხაზის წარმოებას გეგმავს

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 12:07
248

„გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი“, - პრემიერმა სეზონი გახსნა

ვრცლად