მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფხაკაძე outdoor.ge-ს შესაძლო შეძენაზე: ეს მიმართულება ძალიან გვაინტერესებს, შევეცდებით გავძლიერდეთ

590210123dc09
BM.GE
27.04.17 19:32
2732
"ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს",- ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ "საქმის კურსს" სარეკლამო კომპანია "უთდორ.ჯის" შეძენასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის კომპანიის შეძენას, ფხაკაძე პასუხობს:

"მე იმას ვადასტურებ უბრალოდ, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდებით, ზოგან კონსოლიდაცია მოხდება, ის დარგები, რომლებიც იმდენად არ გვაინტერესებს, შეიძლება დავტოვოთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მე არაფერს არ ვადასტურებ, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, 1998 წლიდან საქმიანობს ჩვენი ჯგუფი ამ მიმართულებით და რასაკვირველია, ჩვენ შევეცდებით, რომ გავძლიერდეთ",- აცხადებს ფხაკაძე.

გარე სარეკლამო კომპანია "აუთდორ.ჯის" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია გაიყიდა, თუმცა, კონსტანტინე ჭავჭანიძემ "საქმის კურსს" არ დაუსახელა ახალი მყიდველი.

შეგახსენებთ, რომ "ვისოლ ჯგუფში" შედის მეორე უმსხვილესი გარე სარეკლამო კომპანია "ალმა".