08.მარტი.2016 11:10
საფინანსო სექტორი

ფულადი გზავნილები - მოსახერხებელი მომსახურება ემიგრანტებისთვის

ფულადი გზავნილები - მოსახერხებელი მომსახურება ემიგრანტებისთვის
მსოფლიო ბანკის განმარტებით, "საერთაშორისო ფულადი გზავნილები ის პირადი თანხებია, რომლებსაც მიგრანტები თავის სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებსა და მეგობრებს უგზავნიან". ფულადი გზავნილების მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან იქ მცხოვრები მრავალი ოჯახისთვის გზავნილები შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
 
ფულადი გზავნილების ელექტრონულ მოძრაობას სპეციალური პროგრამები უზრუნველყოფენ. მათი არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში დაახლოებით 20-მდე სისტემა მოქმედებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე სარგებლობს პოპულარობით. ფულადი გზავნილებით მომსახურებას საქართველოში ყველა კომერციული ბანკი და თითქმის ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ეწევა.

ფულადი გზავნილები მოსახერხებელი და პოპულარული მომსახურებაა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ გადარიცხონ თანხები საბანკო ანგარიშის გაუხსნელად. ყველაზე ხშირად ამ მომსახურებით სარგებლობენ მიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთვის ძალიან დიდ დანახარჯს და რთულ პროცედურებს მოიცავს საბანკო ანგარიშის გახსნა, ამიტომ ბევრად უფრო მოსახერხებელია ფულადი გზავნილებით სარგებლობა.

მნიშვნელოვანია, სრულად იყოს მითითებული მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რადგან მაგალითად, თუ სახელის ან გვარის შემთხვევაში ერთი ასოც კი შეცდომით იქნება, შესაძლოა მიმღებ პირს არ გაუნაღდონ გამოგზავნილი თანხა. იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის თანხას ვაგზავნით და რომელ ქვეყნაში, მომსახურების საკომისიო განსხვავებულია. თუ მომხმარებელს სურს, გადაიხადოს შედარებით ნაკლები საკომისიო, შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი მომსახურების სისტემით, თუმცა ამ დროს თანხის მიღების ვადა იზრდება. მომხმარებლებმა თანხის გაგზავნის დროს, ყურადღება უნდა მიაქციონ, თუ სად შეძლებს მიმღები პირი თანხის განაღდებას.

ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მიმღები ქვეყნის მითითება საკმარისია და მომხმარებელს შეუძლია ამ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას გაანაღდოს თანხა (იგულისხმება ის ობიექტები, სადაც აღნიშნული ფულადი გზავნილის სისტემა მოქმედებს). არის შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ კონკრეტულად ის ფილიალი უნდა მიეთითოს, სადაც მოახერხებს მიმღები პირი თანხის განაღდებას. ძირითადად, მომსახურების საკომისიოს იხდის გამგზავნი პირი.

2015 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1 მლრდ. 8 მილიონი აშშ. დოლარი გადმოირიცხა.
საზოგადოება და ბანკები
ავტორი: ანა ბეროშვილი



23.თებერვალი.2019 19:44
1150

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 13:17
363

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 12:01
567

„ძალიან ამაყი ვართ, რომ ლარიზაციის პოლიტიკამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“

ვრცლად
22.თებერვალი.2019 19:20
2273

რეკორდული 9.5%-იანი ზრდის შემდეგ, TBC-ის აქციები დღეს 4%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.თებერვალი.2019 15:50
649

რატომ აღმოჩნდა სოფლის მეურნეობაში EIB-ის €100 მლნ-ის კრედიტი წარუმატებელი - ბანკების ასოციაციის მოსაზრება

ვრცლად
22.თებერვალი.2019 12:22
889

თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია - ხმოვანი ასისტენტი - დაემატა

ვრცლად